იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობს. ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად პროვაიდერის ქსელზე წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სერვისების გაცემა.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე.“- ნათქვამია განცხადებაში.