საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ულოცავს.

„გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საერთაშორისო დღეს ვულოცავ ექიმებს, ექთნებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებსა და ამ სისტემის თითოეულ თანამშრომელს. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო თითოეული თქვენგანის მიმართ იმ ფასდაუდებელი ძალისხმევისთვის, რომელსაც ყოველდღიურად სწევთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად. თქვენ ჩვენი საზოგადოების ნამდვილი გმირები ხართ. საქართველოს მთავრობის სახელით, დიდ მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოების სამსახურისთვის. მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ,“- აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს