ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის საფუძველზე, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ზურაბ ზვიადაური იყო 2012-2016 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“. იგი არის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ძიუდოში. ის 2021 წელს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს და შემდეგ გაათავისუფლეს.