2025 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 8.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„საქსტატის“ ინფორმაციით, აეროპორტებმა მიიღო 758.9 ათასი მგზავრი (8.8%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 778.6 ათასი მგზავრი (8.2%-ით მეტი).

I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 95.7% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 6 ათასი შეადგინა, რაც 1.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.