ყველა ობიექტური შეფასება და სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - პოლიტიკა, რომელიც არჩეული აქვს „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ არის ყველაზე სწორი პოლიტიკა.

 

ასე შეაფასა დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის 2025 წლის დეტალური ანგარიში, რომლის მიხედვით საქართველო საზოგადოებრივი კეთილდღეობისგაუმჯობესებით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშიადა 2012 წლის შემდეგ განცდილი პროგრესითმსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

 

კახა კალძის თქმით, ყველაზე მთავარი, რაზეც ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, არის მშვიდობის შენარჩუნება.

 

მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე წარმატებიმიღწევა, წარმოუდგენელია ეკონომიკური განვითარება, ადამიანების კეთილდღეობა, ბიზნესიის წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა და ა.შ.

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც ზრუნვა უნდა გავაგრძელოთ, არის მშვიდობის შენარჩუნება. მსოფლიოში დღევანდელი ვითარებისა და ჩვენს რეგინოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.