თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში საერთაშორისო გემების ტრანზიტის საფასურს დღეიდან, 1 ივლისიდან 15%-ით გაზრდის, იტყობინება თურქული გაზეთი Daily Sabah ქვეყნის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუზე დაყრდნობით.
საფასური ახლა ტონაზე 5.83 დოლარია. გაანგარიშება განხორციელდება გემის წმინდა ტონაჟის საფუძველზე.
ცნობისთვის, 2024 წელს ბოსფორი და დარდანელი 51 058 სატრანზიტო გემმა გადაკვეთა, რამაც 227.4 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა.