21-22 მაისს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.  

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს