ბოლო წლებში ძალიან ბევრი მასშტაბური და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება რეგიონებში ცენტრალური ხელისუფლების მიერ. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მიზნობრივი დაფინანსებები ინფრასტრუქტურის მიმართულებებით, მათ შორის, განსაკუთრებით თვითმმართველ ქალაქებში, – ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფოთის მუნიციპალიტეტი, მეორე წელია, 20 მლნ ლარის დაფინანსებას იღებს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.
„ფოთთან მიმართებით შემიძლია გითხრათ, რომ უკვე მეორე წელია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დამატებით 20 მლნ ლარის დაფინანსებას ვიღებთ ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, კოორდინირებულად ვიმუშაოთ პროექტების ხარჯეფექტიანობის გაზრდაზე, ხარისხის მნიშვნელოვნად შენარჩუნებასა და პროექტების შესაბამის ვადებში განხორციელებაზე, რაზეც დღეს გვქონდა საუბარი. განვიხილეთ სამომავლო გეგმები. გრძელვადიანი, ათწლიანი გეგმის განხორციელების კუთხით ვმუშაობთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება მუნიციპალიტეტების გეგმაზომიერი განვითარების მისაღწევად“, – აღნიშნა ფოთის მერმა.
1tv.ge