გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის სამხედრო იერიშის მიტანას განიხილავს, რათა ხამენეის რეჟიმს ბირთვული შეთანხმების მისაღწევად აშშ-ს პირობებზე დათანხმება აიძულოს.
WSJ წერს, რომ სრულმასშტაბიანი თავდასხმის ნაცვლად, რასაც შესაძლოა ირანის მხრიდან, სერიოზული საპასუხო ქმედებები მოჰყვეს, თეთრი სახლი პირველ ეტაპზე მხოლოდ ლიმიტირებულ თავდასხმას განიხილავს, რათა თეირანზე წნეხი გაიზარდოს.
ერთ-ერთმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ტრამპმა შესაძლოა, იერიშები თანდათან გაახშიროს და მასშტაბებიც გაზარდოს, სანამ თეირანი უარს არ იტყვის ბირთვული პროგრამის დაშლაზე ან თავად რეჟიმი არ დაეცემა.