სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს იმპორტირებული იყო 68.519 მლნ დოლარის ღირებულების 45 345 ტონა მზესუმზირის ზეთი, ხოლო 2024 წელს 54.637 მლნ დოლარის ღირებულების 47 838 ტონა ზეთი შემოვიდა.
მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წელს საქართველოს ზეთის იმპორტი 36%-ით გაუძვირდა. გარდა ამისა, საქართველოში იმპორტირებული ზეთის უდიდესი რაოდენობა რუსეთიდან შემოვიდა. კერძოდ, 2025 წელს რუსეთიდან 56.874 მლნ დოლარის ღირებულების 37 498 ტონა ზეთი იმპორტირდა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ზეთის იმპორტში უმსხვილესი კომპანიების ხუთეული შემდეგია (იმპორტიორები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული):
შპს „აგროპროდუქტი“ - 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი აშოტ ბადალიანია.
შპს „გალაქსი ჯორჯია“ - დირექტორი და 100%-იანი წილების მფლობელი გიორგი ადეიშვილია.
შპს „ორი ნაბიჯი“ - კომპანიის წილები ეკუთვნით გოჩა ცქიტიშვილის - 33.34%, გიორგი ჩხეიძეს - 33.3%, კახი ბექაურს - 33.33%.
შპს „როსტერ“ - 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ჯაბა პაპიძეა.
შპს „ესენი“ - 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მალხაზ ჯაბნიაშვილია.