დადიანის ქუჩაზე მდებარე "ავერსის" აფთიაქში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, ჭერი ჩამოინგრა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.

ადგილზე 4 სახანძრო ბრიგადა და საგანგებო სიტუაციების 30-მდე თანამშრომელია მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან საპატრულო ეკიპაჟებიც.

კორპუსიდან, სადაც აფთიაქი მდებარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. 

წყარო: tvpirveli.ge