საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 25 მოქალაქე გააძევა.
ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქეთის, ინდოეთის, იორდანიის, ირანის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომხეთის და ჩინეთის - ჯამში 25 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, თუმცა უცნობია რა გახდა ამ მოქალაქეების გაძევების მიზეზი.
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი წარმოადგენს ქვეყნის შიგნით უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ ორგანოს. მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენა
და საქართველოდან გაძევების განხორციელება.“- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.