სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სააგენტომ იმპორტირებულ ბავშვთა კვების პროდუქტ Picot-თან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

„იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ სურსათზე, ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი განგაშის სისტემით ოფიციალური შეტყობინება სააგენტოს არ მიუღია, სიფრთხილის მაქსიმალური ზომების გათვალისწინებით, სააგენტო, კონკრეტული პარტიების – Picot 1 400G – 8000003312-ის, Picot 1 800G -8000003297-ის, Picot 2 800G -8000003280-ის სარეალიზაციო ქსელიდან ამოღებაზე ზედამხედველობას ახორციელებს.

სააგენტო ასევე მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენოს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.