სპორტულ წყვილებში საქართველოს წარმომადგენლებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ბათუმში გამართული „თრიალეთის თასი“ მოიგეს.
ისინი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყვნენ და ჩემპიონობის მოპოვების მთავარი პრეტენდენტებიც იყვნენ. მათ ყველაზე დიდი კონკრენცია ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენლებმა ანასტასია მიშინამ და ალექსანდრ გალიამოვმა გაუწიეს, რომლებმაც ორივე პროგრამა 132.83 ქულით დაასრულეს. საბოლოოდ კი მეორე ადგილი დაიკავეს.
ბერულავა-მეტელკინას წყვილმა თავისუფალი პროგრამაც მაღალ დონეზე წარმოადგინა, საბოლოოდ 135.82 ქულა მოაგროვა და ოქროს მედლებსაც დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ „თრიალეთის თასზე“ ჩემპიონობა ასევე მოიპოვეს გლებ სმოლკინმა და დიანა დევისმა (მოცეკვავე წყვილები), ასევე ნიკა ეგაძემ (ერთეულები, ვაჟები).