„მგზავრთა საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ 24 ივნისს თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია“ – ამის შესახებ განცხადებას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ავრცელებს.
„მგზავრებს, ვინც უკვე შეიძინა ბილეთები აღნიშნულ რეისზე, ვთავაზობთ ბილეთის გადაცვლის ან თანხის დაბრუნების შესაძლებლობას. ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას. „ჯორჯიან ეარვეისი“, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს“ – ნათქვამია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში.