უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიარტომ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, სლოვაკეთთან ერთად, ხელი შეუშალა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების კიდევ ერთი პაკეტის მიღებას.
„ბრიუსელს სურს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აუკრძალოს იაფი რუსული გაზისა და ნავთობის შეძენა“, - განმარტა მინისტრმა.
მან ასევე დასძინა, რომ ასეთი პაკეტის მიღება კომუნალური გადასახადების ზრდას გამოიწვევს.