2023 წელს ყველაზე მონახულებული ქალაქი სტამბოლია, სადაც გასულ წელს 20 200 000 ადამიანი ჩავიდა. ათეულში მეორე თურქული ქალაქი - ანტალიაც მოხვდა. რეიტინგს Euromonitor-ზე დაყრდნობით, RankingRoyals აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ სტამბოლს 26%-იანი ზრდა აქვს 2020 წელთან შედარებით. მეორე ადგილზე ლონდონია (17%-იანი ზრდით), ხოლო დუბაი მესამეა (18%-იანი ზრდით).

გასულ წელთან შედარებით ჰონგ კონგმა (2,495%) და ბანგკოკმა (142%) საერთაშორისო ვიზიტების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ჰქონდათ, რადგან ისინი ერთ-ერთი ბოლო ქვეყნები იყვნენ, რომლებიც COVID-19 პანდემიის შემდეგ გაიხსნა.

2023 წელს ყველაზე მონახულებული ქალაქების ათეული ასეთია:

  • სტამბოლი - 20 200 000 საერთაშორისო ვიზიტი;
  • ლონდონი - 18 800 000;
  • დუბაი - 16 800 000;
  • ანტალია - 16 500 000;
  • პარიზი - 15 500 000;
  • ჰონგ კონგი - 14 700 000;
  • ბანგკონგი - 12 200 000;
  • ნიუ იორკი - 11 700 000;
  • კანკუნი - 10 800 000;
  • მექა - 10 800 00.