პროფესიები, რომლებიც მუხლზე დიდ ზეწოლას იწვევს და რომლებიც მოიცავენ მუხლის ხშირი მიკროტრავმების რისკს, გონართროზის განვითარებას აპროვოცირებენ, - ამის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედ - ტრავმატოლოგმა გიორგი ჯგუშიამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებობს მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი, რომლებიც შეირჩევა ინდივიდუალურად დაავადების განვითარებისა და სტადიების  მიხედვით.

„კომერსანტი“ გიორგი ჯგუშიას გონართროზზე, დაავადების სიმპტომებზე, რისკ ჯგუფებზე, მუხლის სახსრის ენდოპროთეზირებასა და „ნიუ ჰოსპიტალსში“ გონართროზის მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე ესაუბრა.

- რა არის გონართროზი? რა იწვევს აღნიშნულ დაავადებას და რა სიმპტომები ახასიათებს მას?


- გონართროზი წარმოადგენს მუხლის სახსრის ქრონიკულ, პროგრესირებად დაავადებას, რომელიც იწვევს სასახსრე ხრტილის, ძვლის სუბქონდრალური შრის, სახსარშიდა და სახსარგარეთა რბილი ქსოვილების დაზიანებებს, ოსტეოფიტების წარმოქნას და სახსრის ფუნქციის დარღვევას.  
გონართროზი  არსებობს 2 სახის, პირველადი (იდიოპათიური) და მეორადი.  პირველადის განვითარებას იწვევს ასაკის მატებასთან დაკავშირებული მექანიკური და ბიოლოგიური ფაქტორებით განპირობებული ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციული ცვლილებები, სინოვიტი - რომელიც იწვევს ნელა პროგრესირებად პათოლოგიებს ირგვლივ მდებარე ქსოვილების გადაგვარებით. მეორადი გონართროზი ვითარდება სხვა დაავადებების ან ტრავმის ფონზე, მუხლის სახსარშიდა ან სახსარგარეთა გართულებული ან არასრულად განკურნებული დაავადებების შედეგად (მაგ მყეს-იოგოვანის აპატარის არასტაბილურობა, ინფექციები, ართრიტები,  ქვედა კიდურის ღერძის დეფორმაციები, გენეტიკური  დაავადებები, მედიკამენტებით ინდუცირებული ოსტეონეკროზი).

დაავადების ძირითადი  სიმპტომია ტკივილი მუხლის სახსარში მოძრაობისა და დატვირთვის შემდეგ, სახსრის შეშუპება და დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა - რომელიც პროგრესირებს დროთა განმავლობაში.

ვინ მიეკუთვნება რისკ ჯგუფს და რა როლი აქვს გენეტიკას და ცხოვრების წესს გონართროზის განვითარებაში?

- რისკ ჯგუფს წარმოადგენენ პაციენტები 50 წელს ზემოთ, რომელთაც აწუხებთ ჭარბი წონა, სასახსრე ზედაპირებზე მომატებული პათოლოგიური ზეწოლა, ასაკის მატებასთან დაკავშირებული ხრტილოვანი მატრიქსის დეგენერაციული ცვლილებები იწვევს გონართროზის განვითარებას. რისკ ჯგუფს წარმოადგენენ პაციენტები რომლებსაც წარსულში აღენიშნებოდათ მუხლის სახსრის დაზიანებები (მაგ. სახსარშიდა მოტეხილობები, მუხლის სახსარშიდა და სახსარგარეთა ქსოვილების დაზიანებები) გენეტიკა და ცხოვრების წესი დიდ გავლენას ახდენს გონართროზის განვითარებაზე. 

ის პროფესიები რომლებიც მუხლზე დიდ ზეწოლას იწვევს (მაგ. მშენებლობა, მეურნეობა) და რომლებიც მოიცავენ მუხლის ხშირი მიკროტრავმების რისკს, აპროვოცირებენ გონართროზის განვითარებას.

- როდის უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს და როგორ ხდება დიაგნოსტირება?
- ექიმ ორთოპედ-ტრავმატოლოგს  უნდა მიმართოთ  თუ გაწუხებთ ტკივილი მუხლის სახსარში მოძრაობისა და დატვირთვის შემდეგ, სახსრის შეშუპება და დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა, რომელიც პროგრესირებს დროთა განმავლობაში.

- როდის არის მიზანშეწონილი მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება და ენდოპროთეზირების რა სახეები არსებობს?
- მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება მიზანშეწონილია როდესაც მკურნალობის კონსერვატული მეთოდი უშედეგოა. ენდოპროთეზირებისას ხდება მუხლის სასახსრე ზედაპირების ნაწილობრივი და იოგოვანი აპარატის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლება ენდოპროთეზით, არსებობს ენდოპროტეზირების და ენდოპროტეზის მრავალი სახე, რომელიც შეირჩევა ინდივიდუალურად დაავადების განვითარების მიხედვით.

- კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსში გონართროზის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?  
- „ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებობს მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი, რომლებიც შეირჩევა ინდივიდუალურად დაავადების განვითარებისა და სტადიების  მიხედვით, შესაძლებელია დაავადების მართვა როგორც კონსერვატიულად, ასევე ოპერაციული გზით, შემდგომი პოსტოპერაციული მოვლითა და საწყისი რეაბილიტაციით.