„მსოფლიოში და საქართველოში 50 წელს ზემოთსაკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს ოსტეოპოროზი დაოსტეოპოროზული მოტეხილობის მაღალი რისკისქვეშაა“ - ამის შესახებკომერსანტთან“ „ნიუჰოსპიტალსისექიმმა რადიოლოგმა, სალომე ლალიაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ოსტეოპოროზი ასაკოვან ადამიანებშიმოტეხილობების ხშირი მიზეზია, თუმცაახალგაზრდებშიც გვხვდება, რასაც იუვენილურიოსტეოპოროზი ეწოდება.

 

კომერსანტისალომე ლალიაშვილს ოსტეოპოროზზე,რისკ ჯგუფებსა და მკურნალობის თანამედროვემეთოდებზე ესაუბრა.

რა არის დენსიტომეტრია და როგორ ტარდება ესკვლევა?

 

დენსიტომეტრია არის პროცედურა, რომლის დროსაცხდება ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასება დაბარძაყის ძვლის მოტეხილობის რისკის გამოთვლა. პროცედურა ძალიან მარტივი, უმტკივნეულო დასწრაფია. არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას. პაციენტი წვება სპეციალურ დენსიტომეტრიისაპარატზე, სადაც ხდება წელის მალების, მენჯ-ბარძაყის სახსრების გადაღება, ასევე წინამხრისგადაღება ჯდომით პოზიციაში. ჩვენი Osteosys EXCELLUS მაღალტექნოლოგიური აპარატით წამებშიხდება გამოსახულების მიღება და მონაცემებისდამუშავება, რაც ძალიან კომფორტულია.

 

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროს პაციენტმადენსიტომეტრია და რა სიმპტომების დროს არისრეკომენდებული მისი ჩატარება?

 

ზოგადად, ოსტეოპოროზი უსიმპტომოდ მიმდინარეობსსანამ პათოლოგიური მოტეხილობა არ განვითარდება, რა დროსაც პაციენტს მოძრაობის შეზღუდვა დატკივილი აქვს. ხერხემლის მალების მოტეხილობისდროს სიმაღლეში კლება აღინიშნება. შესაბამისად, არსებობს გარკვეული რისკ-ჯგუფები, რომელთათვისაცრეკომენდებულია დენსიტომეტრიის ჩატარება.  



რა ფაქტორები განაპირობებს ძვლის მინერალურისიმკვრივის შემცირებას?

 

ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას იწვევსძვლის დაშლა-აღდგენას შორის დისბალანსი. ასაკისმატებასთან ერთად ძვლის მინერალური სიმკვრივეთანდათან მცირდება. ქალბატონებში ეს პროცესიჩქარდება მენოპაუზის შემდეგ, ასევე სხვადასხვახელშემწყობი ფაქტორების დროს, როგორიცაა კვებისარასრულფასოვანი რაციონი, ნაკლები ფიზიკურიაქტივობა, ენდოკრინული დარღვევები, ნიკოტინის, კოფეინის, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ..

 

 

როგორ ეხმარება დენსიტომეტრია ოსტეოპოროზისდიაგნოსტიკაში და რა როლი აქვს ამ პროცესსდაავადების გამოვლენაში?

 

დენსიტომეტრიით ვსვამთ ოსტეოპოროზის დიაგნოზს. კვლევის ეს მეთოდი სწორედ რომ ოსტეოპოროზისგამოსავლენად არის ოქროს სტანდარტი.


სანამ არ მოხდება ძვლის მოტეხვა, როგორშეგვიძლია გავიგოთ, გვაქვს თუ არა ოსტეოპოროზი

 

ძვლის მოტეხვამდე დენსიტომეტრიის გადაღებითშეიძლება დაისვას ოსტეოპოროზის დიაგნოზი.

 

ოსტეოპოროზი მხოლოდ ასაკოვან ადამიანებშიგვხვდება თუ შეიძლება ახალგაზრდა ადამიანებიცდაავადდნენ?

 

ოსტეოპოროზი ასაკოვან ადამიანებში მოტეხილობებისხშირი მიზეზია, თუმცა ახალგაზრდებშიც გვხვდება, რასაც იუვენილური ოსტეოპოროზი ეწოდება. იგიგამოწვეულია სხვადასხვა დაავადებებით, მაგალითად, ცელიაკია, ცისტური ფიბროზი, კვებითი დარღვევები, ცერებრალური დამბლა, თირკმლის დაავადება; ასევე, კორტიკოსტეროიდებით მკურნალობით, დიდხანსუმოძრაობით, არაჯანსაღი კვებით, ზედმეტად ბევრივარჯიშით.

 

როგორ კეთდება დენსიტომეტრია ნიუჰოსპიტალსში?

 

ნიუ ჰოსპიტალსი აღჭურვილია დენსიტომეტრიისმაღალტექნოლოგიური აპარატით  OsteoSys EXCELLUS, რომლის მეშვეობით წამების განმავლობაში ვიღებთძვლის სტრუქტურის სურათს, რისი დამუშავებისშემდეგაც ხდება მონაცემების ანალიზი და დიაგნოზისდადგენა.



როგორ უნდა მოემზადოს პაციენტიდენსიტომეტრიის კვლევისთვის?

 

დენსიტომეტრიის კვლევისთვის პაციენტის წინასწარიმომზადება აუცილებელი არ არის. სასურველიატანსაცმელს არ ჰქონდეს მეტალის დეტალები.


რამდენი ხანი გრძელდება კვლევა და არის თუ არაუსაფრხო და უმტკივნეულო?

 

დენსიტომეტრიაზე თითო ადგილის გადაღებასსაშუალოდ 1 წუთამდე სჭირდება. ამ დროისგანმავლობაში მინიმალური რაოდენობით რენტგენისსხივები გამოიყოფა, რაც ადამიანის ორგანიზმისთვისსაფრთხის შემცველი არ არის. პროცედურა სწრაფი დასრულიად უმტკივნეულოა. დენსიტომეტრია რენტგენისსხივებს იყენებს, თუმცა ამ დროს დასხივებამინიმალურია და ძალიან უსაფრთხო მეთოდადითვლება, რის დროსაც პაციენტი არ საჭიროებს ტყვიისდამცავების გამოყენებას და ტექნიკოსსაც შეუძლიაგადაღების პროცესში ოთახში იმყოფებოდეს. მიუხედავად ამისა, ორსული ქალბატონებისთვისკვლევა რეკომენდებული არ არის ნაყოფის შესაძლოდაზიანების გამო.


რა სიხშირით უნდა ჩავიტაროთ დენსიტომეტრია დავინ შედის რისკ-ჯგუფში?

დენსიტომეტრიის გადაღება ხდება მინიმუმ 6 თვისშუალედით, თუმცა გარკვეული რისკ-ჯგუფებისთვისარსებობს  განმეორებით კვლევის სავარაუდო დრო, მაგალითად ძვლის მინერალური სიმკვრივისმოსალოდნელი ცვლილების რისკი თუ ძალიანმაღალია გადაღება ხდება 6-12 თვეში, საშუალო დამაღალი რისკის დროს 1-3 წელში, დაბალი რისკისდროს 3-5 წელში, ხოლო ძალიან დაბალი რისკის დროს5-10 წელში. რისკ-ჯგუფებია: 50 წელს გადაცილებულიადამიანები, პოსტმენოპაუზის პერიოდშიქალბატონები, ენდოკრინული (დიაბეტი, ფარისებრიჯირკვლის პრობლემა), კუჭ-ნაწლავის (მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ქირურგიული ჩარევები), რევმატოიდული ართრიტის, კვებითი დარღვევების მქონე პირებინიკოტინის, ალკოჰოლის, კოფეინის ჭარბი რაოდენობითმომხმარებლებიადამიანები, რომლებიცგლუკოკორტიკოიდებით (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი, სერეტიდი, სიმბიკორტი…), ჰეპარინით, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებით, ხანგრძლივად ანტიკონვულსანტებით და .. მკურნალობენასევე, თუ ანამნეზში მოტეხილობააქვთ ან მშობელს ჰქონდა ბარძაყის ძვლისმოტეხილობა.

 რამდენად გავრცელებულია ოსტეოპოროზი და რაზომები შეიძლება მივიღოთ ამ დაავადებისპრევენციისთვის?

 

მსოფლიოში და საქართველოში 50 წელს ზემოთსაკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს ოსტეოპოროზი დაოსტეოპოროზული მოტეხილობის მაღალი რისკისქვეშაა. პრევენციისთვის საჭიროა კვებითი რაციონისდაბალანსება, კალციუმით, D ვიტამინით მდიდარისაკვების მიღება, ფიზიკური აქტივობა.


როგორია თქვენი რეკომენდაციები ჯანსაღიძვლების შენარჩუნებისთვის?

ჯანსაღი ძვლების შენარჩუნებისთვის აუცილებელიპირობაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, დაბალანსებულიკვება, ფიზიკური აქტივობა, მზის სხივების ქვეშ ყოფნა, გარეთ სეირნობა. მაშინ როცა დროის უმეტეს ნაწილსშენობებში და ფიზიკური აქტივობის გარეშე ვატარებთ, ეს ყველაფერი შეიძლება რთულად შესასრულებელიმოგვეჩვენოს, თუმცა აუცილებელია ჩვენიჯანმრთელობისთვის.