ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის ინფორმაციით, ტურისტულ ზონებში, ზამთრის პერიოდში ტექნიკურ მარილს აღარ გამოიყენებენ.

ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, სადაც მას დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.

„მუშავდება საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ახალი სტრატეგია და სტანდარტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვლა-შენახვის კუთხით გადავდგათ ინოვაციური ნაბიჯები. მაგალითად: ჩვენ ტურისტულ ზონებში, უკვე წელს შევეცდებით, რომ ზამთრის პერიოდში აღარ გამოვიყენოთ ტექნიკური მარილი, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის როგორც თვითონ ტურისტული სეზონის პერიოდში, ასევე გზებთან მიმართებით არის საკმაოდ დამაზიანებელი. უკვე მომავალი წლიდან შევეცდებით, რომ საერთოდ ახალ მოდელზე გადავიდეთ გზების მოვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.