,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მონაცემთა ცენტრებში არსებული HPE Alletra 6030-ის ტიპის დისკური საცავებისთვის სამწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურებას შეისყიდის.
ტენდერი 6 ივლისს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 6 აგვისტოს დასრულდა. ამ ეტაპზე პროცედურა შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს სისტემების 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა, პროგრამული განახლებები, დაზიანებული კომპონენტების ჩანაცვლება და ინციდენტების მართვა.
კომპანიის განმარტებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ქვეყნის ენერგოსისტემის მართვისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რის გამოც მწარმოებლის ოფიციალური მხარდაჭერის შენარჩუნება აუცილებელია.
მომსახურება უშუალოდ მწარმოებლისგან უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს ოფიციალური დადასტურება, რომ მხარდაჭერა და განახლებები პირდაპირ მწარმოებლისგან იქნება ხელმისაწვდომი. ტენდერში მონაწილეობის გარანტიის ოდენობა 4 573 ლარს შეადგენს.