ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ინიციატივით, საქართველოში Water Sector Engagement Conference-ის მეორე დღე გაიმართა, რომელშიც წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მოქმედი საერთაშორისო და ქართული კომპანიების, პარტნიორი ორგანიზაციებისა და დარგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონფერენციის მიზანი იყო სექტორში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა, გამოცდილების გაზიარება, თანამედროვე მიდგომების გაცნობა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა ქალაქ მარნეულში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო პროცესი მოინახულეს, ადგილზე გაეცნენ პროექტის მიმდინარეობას და დააკვირდნენ სამუშაოების პროგრესს. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია პროექტის ტექნიკური მნიშვნელობისა და იმ შედეგების შესახებ, რომლებიც განხორციელების პროცესში უკვე მიღწეულია.
მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტი მნიშვნელოვანია როგორც გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესების, ისე თანამედროვე მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.
კონფერენცია სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა, რომელმაც მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე პროფესიული დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობა შექმნა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სექტორის განვითარებაში.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს