საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეიზღუდება – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„ავტომანქანების გადაადგილების შეზღუდვა 14 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.