თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს და „ავერსის“ ცენტრალური კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე, კომპანია შპს „ავერსი ფარმა“ საავადმყოფოს მშენებლობას გეგმავს. კორექტირებული პროექტი მერიის არქიტექტურის სამსახურში უკვე შეთანხმებულია და მშენებლობის ნებართვაც გაცემულია.
კორექტირებული პროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ საავადმყოფოს შენობა, პროექტის მიხედვით, მოიცავს 16 მიწისზედა და 4 მიწისქვედა სართულს (გაზრდილია 3 სართულით). პროექტის თანახმად, საერთო ფართი შეადგენს 6000 მ². კალენდარული გეგმის მიხედვით, კლინიკა 42 თვეში უნდა დასრულდეს.
„პროექტის მიზანია სამედიცინო და ჯანმრთელობის ობიექტის (საავადმყოფოს) დაგეგმარება მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, თანამედროვე გეგმარების პრინციპების და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ნორმების გამოყენებით. საავადმყოფო მოიცავს თექვსმეტ მიწისზედა და ოთხ მიწისქვედა სართულს.
-4 სართულზე (-14.00 საპროექტო ნიშნულზე) დაგეგმარებულია რადიაციული თერაპიის დეპარტამენტი და საწყობები. რადიაციული თერაპიის დეპარტამენტი:• 2X -სხივური ამაჩარებელი • 1X - ბრაქითერაპია • (სხვა დამხმარე სივრცეები).
-3 სართულზე (-10.50 საპროექტო ნიშნულზე) დაგეგმარებულია საწყობები.
-2 სართულზე (-7.00 საპროექტო ნიშნულზე) დაგეგმარებულია ინჟინრების განყოფილება და სასწყობე ფართები, სამეურნეო საწყობი, ქიმიისა და სანიტარის ცენტრალური საწყობები.
-1 სართულზე (-3.50 საპროექტო ნიშნულზე) ერთმანეთისგან გამოყოფილად დაგეგმარებულია ბირთვული მედიცინის დეპარტამენტი, მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების საწყობი, სუფთა და ჭუჭყიანი თეთრეულის საწყობი, ცენტრალური სამრეცხაო, სხვადასხვა კატეგორიის ჭუჭყიანი სათავსები, გვამის დაყოვნების ოთახი, ცენტრალური სამზარეულო ყველა საჭირო სათავსით და სხვადასხვა დამხმარე სივრცეები.ბირთვული მედიცინა:• PET-CT• გამა-კამერა• რადიოაქტიური იოდის თერაპია / 3 პალატა• (სხვა დამხმარე სივრცეები)
0 სართულზე (±0.00 საპროექტო ნიშნულზე) დაგეგმარებულია საავადმყოფოს მიმღები და სამომსახურეო სივრცე, რესტორანი, აფთიაქი, ტექნიკური ოთახები, ოფისები და გასახდელები. (+3.50 საპროექტო ნიშნულზე) დაგეგმარებულია სანჟინრო დანადგარები და ტექნიკური სივრცეები.
1 სართულიდან 11 სართულის ჩათვლით (+7.00 +44.00 საპროექტო ნიშნულებზე) დაგეგმარებულია პალატები (სართულზე 46 საწოლი) და საწყობები.
12 (ტექნიკური სართული) (+48.10 საპროექტო ნიშნულზე) დაგეგმარებულია საინჟინრო დანადგარები და ტექნიკური საწყობები.
13 სართულზე (+51.50 საპროექტო ნიშნულზე) დაგეგმარებულია საკონფერენციო დარბაზები, ღია სივრცე და სხვა დამხმარე სივრცეები.
14 (ტექნიკური სართული) (+55.90 საპროექტო ნიშნულზე) მოწყობილია საინჟინრო დანადგარები.
კორექტირებულ შენობა დაპატარავდა მარცხენა მხრიდან 5 მეტრით თუმცა პირველი სართულიდან მოიმატა ქვედა მხრიდან 6 მეტრით და ზედა მარჯვენა კუთხეში 7 მეტრით. ასევე შეგვეცვალა სართულების სიმაღლეები. შენობას დაემატა 3 სართული, ძველი სიმაღლე იყო +43.64 და გახდა +58.89 შეგვეცვალა განაშენიანების, კ2 ის და კ3 ის კვადრატულობა. განაშენიანება იყო 35961.5 და გახდა 43652.5კ2 იყო 20526.4 და გახდა 30826.8კ3 (სპეცზ–1) იყო 701.3 და გახდა 761.9 (რზ-2) იყო 2011.8 და გახდა 2008.8“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, შპს „ავერსი ფარმას“ მფლობელები პაატა კურტანიძე (67%) და ნიკოლოზ კურტანიძე (33%) არიან.