საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის განკარგულების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1 354 500 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10' მუხლის მე3 პუნქტის „დ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიეცეს უფლება, შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირების მიზნით, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას N29-ში მდებარე შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 1 354 500 ლარად, „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამინისტროს სისტემაში შემავალ სამედიცინო და სხვა დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“, - ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ბოლოს განაცხადა, რომ დაგეგმილია რესპუბლიკური საავადმყოფოს თვისებრივად განახლება, განვითარება და „რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეასრულოს საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქცია სამედიცინო უნივერსიტეტისთვის“.