კერძო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებით ბიზნესს კონკურენტი უჩნდება.

როგორც სამშენებლო ლაბორატორია Caucasian Infrastructure Technology-ის დირექტორმა BMG-ის განუცხადა, დღეს გზების მოვლას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა კომპანიები ახორციელებენ, ამ მიმართულებით სახელმწიფო შპს-ს გაჩენა კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი გარკვეული რისკების წინაშე დგება.

ტიტე ჯიშიაშვილის თქმითვე, სახელმწიფოს მიერ გზების მოვლა-შენახვის პროცესში ჩართვა იმის მოლოდინს აჩენს, რომ შესაძლოა, მთავრობამ სამომავლოდ ინფრასტრუქტურის დარგში სხვა მიმართულებითაც მოისურვოს მონაწილეობის მიღება.

„გზების მოვლა-შენახვის ნაწილში, რა თქმა უნდა, ძალიან კომპლექსური არის სამუშაოები, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში, ვერავინ ვერ განსაზღვრავს წინასწარ, თუ რა ტიპის ზიანი და გამოწვევა შეიძლებადაუდგეს ქვეყანას. თუ სახელმწიფოს ექნება იმხელა რესურსი, რომ გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ისეთმაგისტრალურ გზაზე, როგორიც რიკოთია, არ მოხდეს გაჭიანურებულად ზამთრის სამუშაოები, რა თქმა უნდა, ეს კარგისიგნალი შეიძლება იყოს.

თუმცა, ჩემი აზრით, ასევე, რამდენადაც კარგი შეიძლება იყოს, იმდენად მას შესაძლოა, ჰქონდეს უკუეფექტები. განსაკუთრებითკერძო სექტორის მიმართულებით და ალბათ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის წინასწარ განისაზღვროს ის ხაზები, როგორ იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის [როლები განაწილებული]. ვინაიდან, თუ დღეს სახელმწიფოგადაწყვეტს, რომ მოვლა-შენახვას გაუწიოს [გზებს], ხვალ შეიძლება გადაწყვიტოს თვითონვე ააშენოს თუნდაც ახალი გზა, თვითონვე გაუწიოს მონიტორინგი, თვითონვე ჩაიბაროს და ეს, პირველ რიგში, ჩემი აზრით, აჩენს იმის რისკს, რომ ინტერესთაკონფლიქტი იყოს.

კერძო სექტორს, რა თქმა უნდა, ალბათ უჩნდება კონკურენტი, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით ზონებად არისსაქართველო დაყოფილი და თითოეულ ზონაში ცხადდება მოვლა-შენახვის ტენდერები. სხვადასხვა კომპანიები წლებია უკვეაგროვებენ როგორც სამუშაო გამოცდილებას, სამუშაო პერსონალს, ასევე ტექნიკას. რა თქმა უნდა, ყველა კომპანია ცდილობს, რომ განვითარდეს და სიახლეები შემოიტანონ. რა თქმა უნდა, [სახელმწიფო კომპანიის შექმნა] გარკვეულწილად დიდ რისკებსაჩენს იმ კომპანიებისთვის, ვინც მონდომებულია, რომ განავითაროს თავისი ტექნიკა, ახალი შეიძინოს. პირობითად, შარშანვიღაცამ შეიძლება ძალიან დიდი თანხა ჩადო იმაში, რომ შემოეტანა ახალი ტექნიკა და უკვე დღეს დაინახა, რომ შესაძლოა,მისი საქმიანობა საერთოდ ზრს მოკლებული გახდეს და ამხელა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები ბანკისა თუადამიანების წინაშე დარჩეს“, - განაცხადა ტიტე ჯიშიაშვილმა.

bm.ge