ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, მუნიციპალური განვითარების ფონდში გმოვლენილი გამოწვევების საპასუხოდ დაიგეგმა ფონდის საქმიანობის სტრუქტურული რეორგანიზაცია და სისტემური რეფორმა.
მინისტრის თქმით, მთელი რიგი სისტემური პრობლემები — დაგვიანებული პროექტები, სუსტი ზედამხედველობა, არათანაბარი დატვირთვა და ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები.
ამიტომ სამინისტრო იწყებს ფონდის სრულ რეორგანიზაციასა და ინსტიტუციურ რეფორმას, რაც მოიცავს სტრუქტურის გამარტივებას, ფინანსური კონტროლის გაძლიერებას და ციფრული მართვის სისტემების დანერგვას.
„ფონდი უნდა ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ეფექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციად, რომელიც ხარისხიანად მართავს ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებს,“ — აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ინსტიტუციური მოდერნიზაციის პროგრამის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს ორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივებას, ზედამხედველობისა და ფინანსური კონტროლის გაძლიერებას, ციფრული მართვის სისტემების და ადამიანური რესურსების განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვას.
„ასევე, უარი ვთქვით დიზაინ-ბილდის კონტრაქტის მოდელზე, გამონაკლის შემთხვევების გარდა. გადავწყვიტეთ, რომ პროექტირების ეტაპი გამოვყოთ დამოუკიდებელ პროცესად და კონკურენციის პირობებში შევარჩიოთ საუკეთესო არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტილებები. ამ მიდგომამ ბუნებრივად გაზარდა პროექტების მომზადების ვადები, თუმცა საბოლოოდ ეს ნიშნავს ხარისხზე გაკეთებულ სწორ არჩევანს და მეორეს მხრივ, პროექტირების ეტაპის ცალკე გამოყოფა დაგვაზღვევს მშენებლობის ეტაპზე პროექტის ხარვეზების გამოსწორების შემთხვევებისგან,“-აღნიშნა მინისტრმა
დღეისათვის მხოლოდ მუნიციპალური განვითარების ფონდში მიმდინარეობს 12 ტენდერი და 31 კონკურსი, რომელიც 1.5 მილიარდი ლარის პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.