საქართველოს მთავრობამ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც განსაზღვრავს, რა ოდენობის გეგმური მოგება, ზედნადები ხარჯები და სხვა დანარიცხები შეიძლება იყოს გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯთაღრიცხვებში.
დადგენილება 1 ივნისს გამოქვეყნდა და ძალაშიც შევიდა.
დოკუმენტის მიხედვით, სამშენებლო, სამონტაჟო და სპეციალური სამშენებლო სამუშაოებისთვის გეგმური მოგების ზღვრული მაჩვენებელი 8%-ით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი პირდაპირი დანახარჯებისა და ზედნადები ხარჯების ჯამს დაერიცხება, თუმცა მოწყობილობა-დანადგარების ღირებულება ამ ბაზაში არ შევა.
მთავრობამ ასევე დაადგინა ზედნადები ხარჯების ზღვრული ნორმები სხვადასხვა ტიპის სამუშაოებისთვის:
|
სამუშაოს დასახელება |
ზედნადები ხარჯები პირდაპირიდანახარჯებიდან |
|
სამშენებლო სამუშაოები |
14.1% |
|
სახელმწიფო საიდუმლო მნიშვნელობის ობიექტების სამშენებლო სამუშაოები |
15.1% |
|
შიდა სამეურნეო წესით შესრულებული სამშენებლო სამუშაოები |
6.7% |
|
ლითონკონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოები |
8.6% |
|
შიდა სანიტარულ-ტექნიკური სამუშაოები |
13.3% |
|
ყველა სამშენებლო სამუშაოები გვირაბების და მეტროპოლიტენების დახურული წესით მშენებლობისთვის, ასევე ღია წესით მშენებარე გვირაბებისთვის გადახურვის შემდგომი სამუშაოებისთვის (გარდა სადგურების, ვესტიბიულების და სპეციალური დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობების მოსაპირკეთებელი სამუშაოებისა) |
27.1% |
|
ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოები |
17.3% |
|
ბურღვითი სამუშაოები წყლის ჭაბურღილებზე |
17.0% |
სპეციალური სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებისთვის კი განსხვავებული მიდგომაა განსაზღვრული:
|
სამუშაოს დასახელება |
ზედნადები ხარჯები ხელფასიდან |
|
მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟი |
80.0% |
|
რადიო-სატელევიზიო და ელექტრონული მოწყობილობა-დანადგარების მონტაჟი |
84.0% |
|
სუსტი დენის ქსელების გაყვანა |
77.0% |
|
საქალაქთაშორისო კავშირგაბმულობის ქსელების გაყვანა |
153.0% |
|
ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები |
87.0% |
|
რკინიგზის სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციის, ბლოკირების და კავშირგაბმულობის სამონტაჟო სამუშაოები |
97.0% |
|
აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის საშუალებების და საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების სამონტაჟო სამუშაოები |
99.0% |
რეგლამენტი ეხება სამშენებლო პროექტების კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს – გაუთვალისწინებელ ხარჯებს. დოკუმენტის თანახმად, მათი მოცულობა პროექტის სირთულის მიხედვით 3%-დან 10%-მდე განისაზღვრება. ყველაზე მაღალი, 10%-იანი ზღვარი დაწესდა ჰიდროელექტროსადგურების, მეტროპოლიტენების, გვირაბების, დიდი ხიდებისა და სხვა ტექნიკურად რთული და უნიკალური ობიექტებისთვის. მეტალურგიული, ქიმიური და ნავთობგადამმუშავებელი საწარმოების მშენებლობისთვის, ასევე რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციის პროექტებისთვის გაუთვალისწინებელი ხარჯების ზღვარი 7%-ია, ხოლო საზოგადოებრივი შენობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების უმეტესობისთვის – 5%. საცხოვრებელი სახლების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 3%-ით განისაზღვრა.
დოკუმენტი ასევე არეგულირებს დროებითი შენობა-ნაგებობების, საწყობისა და მომარაგების, ასევე ზამთრის პერიოდში სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული დამატებითი დანახარჯების გათვალისწინების წესებს. რეგლამენტში მოცემულია სხვადასხვა ტიპის სამშენებლო პროექტებისთვის შესაბამისი პროცენტული ნორმები, რომლებიც ხარჯთაღრიცხვებში უნდა აისახოს.
გარდა ამისა, ელექტრონული ტენდერების შემთხვევაში აღნიშნული ზღვრული ნორმები სავალდებულო იქნება სახელმწიფო უწყებებისთვის საწყისი სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისას. ამასთან, პრეტენდენტებსა და მიმწოდებლებს ხარჯთაღრიცხვების შედგენისას სწორედ ამ რეგლამენტით დადგენილი წესებით ხელმძღვანელობა მოუწევთ.