გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. 


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში, მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა სახეობის დაუფირნიშებელი 37 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). 


ხე-ტყის უკანონო მოპოვების მეორე ფაქტიც სოფელ ფოცხოში დაფიქსირდა. 


ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, უკანონოდ მოპოვებული 62 ერთეული მორი. 


ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. 


მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე, რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობის 90-ზე მეტი ფაქტია გამოვლენილი. 

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს