ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №4-ში მდებარე ე.წ. მაგნოლიის საცხოვრებელი შენობის სარეაბილიტაციო პროექტისთვის კონკურსს აცხადებს.
პროექტის მიზანია ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ზონაში, სანაპიროსთან მდებარე შენობის სრული განახლება, მისი იერსახის გაუმჯობესება და თანამედროვე ურბანულ გარემოსთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
დაგეგმილი სამუშაო მოიცავს შენობის კონსტრუქციულ გამაგრებას, ფასადების, სახურავისა და აივნების მოწესრიგებას, ასევე გარე არქიტექტურული ელემენტების აღდგენას.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა მოამზადონ დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია და არქიტექტურული ესკიზი, რომელიც ასახავს როგორც შენობის, ასევე მიმდებარე ტერიტორიის კონცეპტუალურ ხედვას.
არსებული მონაცემებით, ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა №4-ში მდებარე ე.წ. მაგნოლიის საცხოვრებელი შენობა ამჟამად ექსპლუატაციისთვის ვარგისია, თუმცა მისი რეაბილიტაცია აუცილებელია.
ბათუმში „მაგნოლიის“ რეაბილიტაცია და ფასადის განახლება იგეგმება
ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ ანგარიშს უყრიან კენჭს
საქართველოსა და სერბეთს აკავშირებს საერთო ხედვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ასევე, ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით საერთო გამოწვევებიც - ირაკლი კობახიძე
როდესაც ზოგიერთი ევროპელი ბიუროკრატის მხრიდან ვისმენთ შანტაჟს, ამის მიზეზებიც ხომ ვიცით - საქართველო, პატარა ქვეყანა როგორ ბედავს და მათგან დაუკითხავად ახორციელებს საკუთარ პოლიტიკას – კახა კალაძე
დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი ეწვევა
2012 წლამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3 პარასპორტსმენი იყო სპორტის 2 სახეობაში, დღეს 300-ზე მეტი სპორტსმენია 14 სახეობაში და ათეულობით მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გვყავს - კობახიძე