დეველოპერული კომპანია „არქი“ უახლოეს თვეებში მშენებლობას ფლორიდაში დაიწყებს. როგორც  კომპანიის დამფუნებელმა ილია წულაიამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას განმარტა, კომპანიას მშენებლობის ნებართვა უკვე აქვს.

„ჩვენ აშშ-ში, ფლორიდაში შევიძინეთ მიწის ნაკვეთი. მშენებლობის ნებართვის ყველა პროცედურა გავიარეთ, ეს პროცესი იქ უფრო ხანგრძლივია, ვიდრე საქართველოში და გარკვეული წლები სჭირდება. თუმცა, ნებართვა უკვე ავიღეთ. ახლა  დაფინანსების თემას ვკრავთ და გადავალთ მშენებლობის ეტაპზე.  ესაა დაახლოებით 100 ბინიანი შენობა.  დეველოპმენტია თუმცა, არა გაყიდვით არამედ გაქირავებით და შემდეგ პროექტის ოპერირებით.“-აღნიშნა ილია წულაიამ.

ცნობისთვის, „არქი მაიამი“ – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც 100-მდე ბინას, აუზს, სამუშაო, დასასვენებელ სივრცეებსა და სპორტულ ცენტრებს გააერთიანებს. პროექტის ინვესტიცია 50 მილიონ დოლარს შეადგენს და მას „არქი“ ამერიკულ დეველოპერულ კომპანია „ელიტ გრუპთან“ პარტნიორობით განახორციელებს.

წყარო: ბიზნესპარტნიორი