ეროვნული ბანკის მიერ 16 ოქტომბერს დადგენილი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7095 ლარი, ხოლო ევროს კურსი 3.1582 ლარია.

ვალუტის კურსი ჯიხურებში დღეს, 09:30 საათის მდგომარეობით:

ამ მომენტისთვის, (09:30 საათისთვის) საბურთალოზე მდებარე სავალუტო ჯიხურებში ერთი დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7050 ლარად შეძლებენ, სავალუტო ჯიხურები კი - 2.7000 ლარად ყიდულობენ. ერთი ევროს შეძენა მოქალაქეებს 3.1600 ლარად, გაყიდვა კი 3.1500 ლარად შეუძლიათ.

ჩუღურეთში დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7080 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.7020 ლარად შეძლებენ. რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს - 3.1620 ლარად, ხოლო გაყიდვა - 3.1530 ლარად შეუძლიათ.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში ერთი დოლარის ყიდვა მოქალაქეებს - 2.7070 ლარად, გაყიდვა კი - 2.7000 ლარად შეუძლიათ. რაც შეეხება ევროს, ერთ ევროს ყიდვას მოქალაქეები 3.1600 ლარად, გაყიდვას კი - 3.1450 ლარად შეძლებენ.

თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ყიდვას მოქალაქეები 2.7100 ლარად, ხოლო გაყიდვას 2.6800 ლარად შეძლებენ, რაც შეეხება ევროს, მისი ყიდვა მოქალაქეებს 3.1600 ლარად, გაყიდვა კი 3.1200 ლარად შეუძლიათ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

„ბიზნესპრესნიუსი“