გამოწვევები არის სერიოზული, ეს გამოწვევები შემდეგ კონკრეტულ პრობლემებზეც აისახება და ერთ-ერთი ფაქტორი, რაც იწვევს მაგალითად მიგრაციას ჩვენი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში, არის სწორედ უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება უმაღლესი განათლების სისტემაში.
„ძალიან ხშირად, ახალგაზრდები არჩევენ სწავლას საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში, შესაბამისად, ეს არსებული მდგომარეობა უმაღლესი განათლების სისტემაში ახალისებს მიგრაციასაც და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობის გაუმჯობესება და გამოსწორება. მიუხედავად იმისა, რომ არის უამრავი გამოწვევა, ვფიქრობთ, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, სულ რაღაც რამდენიმე წელში უკვე ხელშესახები და არსებითი შედეგების მიღწევა იქნება შესაძლებელი უმაღლესი განათლების სისტემაში,“- განაცხადა პრემიერმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს