რუსეთიდან საქართველოში „ზოლოტაია კორონას“ გადახდის სისტემის გამოყენებით ფულადი გზავნილების განხორციელება კვლავ შესაძლებელია, დაადასტურა RBC-ის კორესპონდენტმა.

თანხის გადარიცხვისას, „ზოლოტაია კორონა“ აფრთხილებს, რომ მათი ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელია მხოლოდ TBC ბანკში ან ამ ბანკში არსებულ ანგარიშზე.

შეზღუდვების შემოღებამდე, თანხის გატანა ასევე შესაძლებელი იყო „საქართველოს ბანკიდან“ ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან.

„ზოლოტაია კორონამ“ საქართველოსა და სხვა ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთში, თანხების გადარიცხვა ივლისის ბოლოს შეწყვიტა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების ფონზე. ამ დროისთვის რუსეთიდან გადარიცხვების განხორციელება მხოლოდ უზბეკეთში, თურქეთსა და ყირგიზეთში იყო შესაძლებელი.

ადრე, სერვისი ასევე სთავაზობდა გადარიცხვებს სომხეთში, ისრაელში, ვიეტნამში, ტაილანდსა და სერბეთში.

ვრცლად RBC - ზე