ბარათებით გადახდების მაჩვენებელი ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად იზრდება. 2023 წლის აგვისტოში ქართული საბარათე ინსტრუმენტებით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ სულ შესრულდა 77 მლნ-მდე ოპერაცია, თანხობრივად 6.2 მილიარდ ლარზე მეტი.

ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობამ მიმდინარე წლის აგვისტოში 670 მლნ ლარამდე შეადგინა, რვა თვეში კი თითქმის 5 მლრდ ლარი.

რაც შეეხება ტრანზაქციების რაოდენობას, მიმდინარე წლის აგვისტოში ქვეყნის გარეთ ქართული ბარათებით განხორციელდა 6 მლნ ტრანზაქციაზე მეტი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მიმოქცევაში არსებული საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 2023 წლის აგვისტოში 560 790 ერთეული შეადგინა, ხოლო სადებეტო ბარათებს რაც შეეხება, მიმოქცევაში 7,8 მლნ ერთეულია.