„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2025 წელს 104 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

საინვესტიციო ბანკის მაკროეკონომიკური განახლებაში ნათქვამია, რომ საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, რაც წინასწარ 6.5%-იან მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია.

ამავდროულად, ზრდის შენელება გარკვეულწილად გასული წლის საბაზო ეფექტს უკავშირდება, რადგან ორგანიზაციის შეფასებით, სეზონურად შესწორებული რეალური მშპ წინა კვარტალთან შედარებით აჩქარდა.