შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა - 2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში საარსებო შემწეობა 708 017 პირმა მიიღო.

რეკორდულ ნიშნულს აღწევს იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთვისაც თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული სოციალური შემწეობაა.

რიგითი მოქალაქეები სვამენ კითხვას, ვისზე აისახება ის ეკონომიკური წინსვლა, რაზედაც ივანიშვილის გუნდი საუბრობს. მათი თქმით, ეს წინსვლა მხოლოდ მაღალჩინოსნებს ეტყობათ.

"ხალხისთვის არაფერია, ყველაფერი მთავრობისთვისაა. სიძვირეა, პენსიები ჩვენ არ გავქვს ნორმალური, წამლებში, 5 ნემსში 520 ლარი მივეცი, ასე უნდა იყოს? ფულიც მაგათ აქვთ და სულიც, რათ უნდათ? ოხრად დარჩებათ, ადამიანები, რომ არ უყვართ," -ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

"ბაზარში რომ შეხვიდე, მინიმუმ 60-70 ლარი უნდა გქონდეს, ყოველდღე, გადათვალეთ 30 -ჯერ რამდენი გამოდის, ვის აქვს ამდენი შემოსავალი,"- ამბობს კიდევ ერთი მოქალაქე.

tvpirveli.ge