ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის თებერვლის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.4 მილიარდ დოლარია. ვალის მოცულობა ერთ წელში 843 მილიონ დოლარზე მეტად არის გაზრდილი.

ვალის ზრდაზე გავლენა მოახდინა ბოლო წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაფორმებულმა ახალმა საკრედიტო შეთანხმებებმა, რომლებიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. 

საქართველოს ყველაზე დიდი ვალი აზიის განვითარების ბანკის აქვს და ის 2.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე პოზიციას 2.3 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი (AFD), რომლის მიმართაც საქართველოს 890 მილიონი დოლარის ვალი აქვს.

2026 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი კრედიტორების მიხედვით ასე ნაწილდება:

კრედიტორი სესხის მოცულობა
აზიის განვითარების ბანკი (ADB)

2.57 მილიარდი დოლარი;

მსოფლიო ბანკის ჯგუფი 2.30 მილიარდი დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 1.21 მილიარდი დოლარი;
საფრანგეთი 872 მილიონი დოლარი;
ევრობონდი 604 მილიონი დოლარი;
გერმანია 588 მილიონი დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - ეროვნული ბანკი 303 მილიონი დოლარი;
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) 245 მილიონი დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 222 მილიონი დოლარი;
ევროკავშირი (EU) 157 მილიონი დოლარი;
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - მთავრობა 152 მილიონი დოლარი;
იაპონია 112 მილიონი დოლარი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) 37 მილიონი დოლარი;
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB) 17 მილიონი დოლარი;
ავსტრია 10 მილიონი დოლარი;
ქუვეითი 7 მილიონი დოლარი;
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO) 5 მილიონი დოლარი;
ამერიკის შეერთებული შტატები 4 მილიონი დოლარი;