2025 წლის სექტემბერში საქართველოდან ფულადი გადარიცხვები წლიურად 12.7%-ით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით,სექტემბერში ჩცვენი ქვეყნიდან საზღვარგარეთ 38.2 მლნ აშშ დოლარი (103.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, 2024 წლის სექტემბერში კი 33.9 მლნ აშშ დოლარი.
სებ-ის მონაცემებით, წელს სექტემბერში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა თურქეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაში.
იმ ქვეყნების ათეული, სადაც გასულ თვეში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა,ასე გამოიყურება:
- თურქეთი - 7.473 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი - 6.462 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთის ფედერაცია - 4.074 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა - 2.420 მლნ აშშ დოლარი
- საბერძნეთი - 2.069 მლნ აშშ დოლარი
- უზბეკეთი - 1.741 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი - 1.6 მლნ აშშ დოლარი
- იტალია - 1.314 მლნ აშშ დოლარი
- აშშ - 1.131 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია - 1.104 მლნ აშშ დოლარი