სხვადასხვა ფაილის შექმნა, გადახდების კონტროლი და ინვოისების გაგზავნა ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე და შრომატევადი რუტინაა. იმისათვის, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამარტივდეს, საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა, რომლის დახმარებით ინვოისების შექმნა, გაგზავნა, მიღება და ჩარიცხულ თანხებთან ავტომატური დაკავშირება უკვე ერთ, მარტივ ციფრულ სივრცეშია შესაძლებელი.
როგორ გეხმარებათ ახალი ფუნქციონალი დიდი დროისა და ენერგიის დაზოგვაში?
პროფესიონალურ დოკუმენტაციას დამატებითი პროგრამების გარეშე ქმნით
რაც იმას ნიშნავს, რომ იურიდიულ პირებს ინვოისს პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკში გაუგზავნით და იქვე მარტივად შეძლებთ:
- დოკუმენტზე ხელმოწერის დამატებას;
- ინვოისზე კომპანიის ლოგოს დატანას;
- დღგ-სა და ფასდაკლების მითითებას;
- ნებისმიერი სხვა საჭირო დეტალის ასახვას.
აღარ მოგიწევთ ჩარიცხვების ხელით შემოწმება
ამ ფუნქციონალის მთავარი უპირატესობა სტატუსების ავტომატიზაციაა. ასობით ინვოისის ამონაწერში ხელით ძებნისა და შემოწმების ნაცვლად, სისტემა ამ პროცესს თქვენ ნაცვლად მართავს. შემოსული ტრანზაქცია კონკრეტულ ინვოისს ავტომატურად უკავშირდება და "გადახდილის" სტატუსი ენიჭება. შესაბამისად, ჩარიცხვების მუდმივი მონიტორინგი უკვე აღარ დაგჭირდებათ.
აკონტროლებთ ინვოისების სტატუსებს და ქმნით თქვენზე მორგებულ სამუშაო პროცესს
გაგზავნილი თუ მიღებული ინვოისები ერთიანდება ბიზნეს ინტერნეტბანკში, სადაც მარტივად აკონტროლებთ მათ სტატუსებს (გადახდილი, ნაწილობრივ გადახდილი, გადასახდელი თუ ვადაგასული), ამასთან ერთად:
- მუშაობის პროცესში შეგიძლიათ დოკუმენტი შეინახოთ ნიმუშის სახით;
- საჭიროებისას, დოკუმენტს მარტივად გადმოწერთ PDF ფორმატში;
- უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაციის გასამარტივებლად ინვოისების შექმნა და მართვა სრულად ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზეც.
გამარტივებული ყოველდღიური ბანკინგი ბიზნესისთვის საქართველოს ბანკის პრიორიტეტული მიმართულებაა, ბიზნეს ინტერნეტბანკს მომავალშიც არაერთი სიახლე დამატება, რათა ბიზნესის დრო და ენერგია, რუტინული პროცესების ნაცვლად, საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენონ.
გადადით ბიზნეს ინტერნეტბანკში და გამოცადეთ ახალი ფუნქციონალი, ხოლო თუ ჯერ ისევ არ დარეგისტრირებულხართ, შეავსეთ განაცხადი და აღმოაჩინეთ ციფრული სივრცე, სადაც პროცესები სულ რამდენიმე წუთში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულდება.