ქართველი ბანკირი ირაკლი ელაშვილი უზბეკეთის სახელმწიფო ბანკის, სს „ასაკაბანკის“ (Asakabank) მმართველი საბჭოს თავმჯდომარედ (CEO) დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის პრესსამსახური ავრცელებს. ბანკის ცნობით, ელაშვილს საბანკო და საფინანსო სექტორში 20 წელზე მეტი საერთაშორისო გამოცდილება აქვს.
ბანკის ინფორმაციით, ახალი ხელმძღვანელის მმართველობის პერიოდში პრიორიტეტული მიმართულებები იქნება სტრატეგიული განვითარება, ტრანსფორმაციის პროცესის გაგრძელება, კორპორაციული მართვის სისტემის გაუმჯობესება და საოპერაციო ეფექტიანობის გაზრდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ციფრული საბანკო სერვისების განვითარებასა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაფართოებას.
ირაკლი ელაშვილი მანამდე უზბეკეთის Ipoteka Bank OTP Group-ში მმართველობის თავმჯდომარის მოადგილე და კორპორაციული საბანკო მომსახურებისა და საბაზრო ინსტრუმენტების მიმართულების ხელმძღვანელი იყო. ბანკის ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე ის 2025 წლიდან მუშაობდა, ხოლო 2026 წლის სექტემბერში ბანკიდან წასვლის შესახებ გახდა ცნობილი.