2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 3 მილიარდ 232 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც ძირითადი პროგრამების მიხედვით გადანაწილებულია შემდეგი მოცულობებით:
- საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 1 მილიარდ 678 მილიონი ლარი;
- რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 139 მილიონი ლარი;
- წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 285 მილიონი ლარი.
- მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, პროგრამის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს 565 მილიონ ლარს;
- საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 620 მილიონი ლარი;
- ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები - 100 მილიონი ლარი;
- სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 300 მილიონი ლარი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.