პატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის თანახმად, 2025 წელს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხის ჯამური ოდენობა შეადგენს 4 833 500 ლარს, საიდანაც 1 256 600 ლარი არის მუნიციპალიტეტებისთვის გადასარიცხი თანხა.

პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე.

რაც შეეხება თავად პროგრამის მიზანს და სხვა დეტალებს, მას ახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო. გათვალისწინებულ ღონისძიებებში ასევე ჩართული იქნება გურჯაანის, ქუთაისისა და ბათუმის მუნიციპალიტეტები.

უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვა მოიცავს ცხოველთა რეგისტრაციას, სტერილიზაციას/კასტრაციას და ვაქცინაციას. იგი ასევე უზრუნველყოფს ცხოველებში დაავადების გადაცემის პრევენციას. პროგრამის მიზანია შემცირდეს შინაურ ბინადრებში ცოფის დაავადების გამოვლინება და დაცული იქნეს ადამიანების ჯანმრთელობა.

პროგრამა ითვალისწინებს კახეთის, იმერეთისა და აჭარის ტერიტორიაზე საორიენტაციოდ, ჯამურად 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის დაჭერასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანას და შემდეგ კასტრაცია/სტერილიზაციასა და ვაქცინაციას.

მთავრობის მიერ შემუშავებული უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა ირაკლი კობახიძის 26 ივნისის განკარგულებით დამტკიცდა.