2026 წლის მარტში  ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ  320.6 მლნ აშშ დოლარი (871.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 9.8% -ით  (28.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია  2025 წლის მარტის  ანალოგიურ მაჩვენებელზე. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მარტში გზავნილების მაქსიმალური წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.4%-ს შეადგენს, შესაბამისი 145.6 მლნ აშშ დოლარით, წლიური ზრდის ტემპი კი 10.7%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

 

ამასთან, აშშ-დან და ისრაელიდან ფულადი გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელდება. კერძოდ, მარტში აშშ-დან 10.9%-იანი, ხოლო ისრაელიდან 25.2%-იანი წლიური ზრდა დაფიქსირდა. ხოლო, მოცულობამ, შესაბამისად,  61.0 და 26.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

2026  წლის  მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ  36.7 მლნ აშშ დოლარი (99.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2025 წლის მარტის  (32.1 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 14.5 % -ით მეტია.

2026 წლის მარტში ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:

# ქვეყანა მლნ დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან
1 აშშ $61 მილიონი; 11%
2 იტალია $55 მილიონი; 10%
3 რუსეთის ფედერაცია $38 მილიონი; 1%
4 გერმანია $28 მილიონი; 16%
5 საბერძნეთი $27 მილიონი; 10%
6 ისრაელი $27 მილიონი; 25%
7 თურქეთი $12 მილიონი; 34%
8 ესპანეთი $9 მილიონი; 26%
9 საფრანგეთი $7 მილიონი; 18%
10 ყაზახეთი $6 მილიონი. -2%

ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.