Galt&Taggart-ის 23–27 ივნისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტულმა სამივე ქართულმა კომპანიამ ზრდა აჩვენა, წინა კვირასთან შედარებით. 

 Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 69.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +5.74% წინა კვირასთან შედარებით და +4.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 170 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 65.70 - 70.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 45.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.74% წინა კვირასთან შედარებით და -0.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 237 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.85 - 45.80 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 60 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 19.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.74% წინა კვირასთან შედარებით და -1.25% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 156 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 17.98 - 19.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 42 ათასი აქცია შეადგინა.