ჰონგ - კონგმა, შესაძლოა, 2025 წელს, 2019 წლის შემდეგ პირველად დაიბრუნოს IPO–ს გასამართად მსოფლიოში უდიდესი ადგილის ტიტული, იუწყება The Wall Street Journal.
Dealogic-ის მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ჰონგ - კონგში 41 IPO განხორციელდა. საწყისი საჯარო შეთავაზებების საერთო მოცულობამ 13.66 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც უკვე აღემატება მთელი 2024 წლის რაოდენობას.
წლის პირველ ნახევარში IPO-ს მოცულობით ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟა ლიდერობს, მეორე და მესამე ადგილებზე კი, შესაბამისად, Nasdaq და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა (NYSE) არიან.