ეროვნული ვალუტა გასული კვირის განმავლობაში ამერიკულ დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან შედარებით გამყარდა. ოფიციალური კურსების მიხედვით, 18 აპრილს ერთი აშშ დოლარი 2.6907 ლარი ღირდა, 25 აპრილს კი 2.6932 ლარი გახდა. ეს ნიშნავს, რომ ლარი დოლართან დაახლოებით 0.09%-ით გაუფასურდა.
რაც შეეხება, ევროს, ერთი ევროს ღირებულება 18 აპრილს 3.1547 ლარს შეადგენდა, 25 აპრილს კი 3.1505 ლარამდე შემცირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებაში დაახლოებით 0.13%-ით გამყარდა.
საერთო სურათი აჩვენებს, რომ კვირის განმავლობაში ლარის კურსი შედარებით სტაბილური დარჩა, თუმცა დოლართან მცირე შესუსტება და ევროსთან ზომიერი გამყარება დაფიქსირდა.
სპეციალისტების განმარტებით, ლარის მსგავსი მოძრაობა ერთ კვირაში, როცა დოლართან მცირედით სუსტდება და ევროსთან მყარდება, ძირითადად გლობალურ სავალუტო ცვლილებებს უფრო მიანიშნებს, ვიდრე ქვეყნის შიგნით მკვეთრ ეკონომიკურ პრობლემას.
ეროვნული ვალუტიც კურსის დინამიკა გრძელვადიან პერიოდში შეგიძლიათ იხილოთ აქ