11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარის კურსი დოლართან მიმართებით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6095 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.0006 ლარით გამყარდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით 0.0095 ლარით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0247 ლარი გახდა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალ, 2026 წლის 12 სექტემბერს ამოქმედდება.