8 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6965 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარი დოლართან 0.05 თეთრით გამყარდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.66 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1519 ლარი გახდა.