თებერვალში ჩიპების გლობალური გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 1.6-ჯერ (61.8%-ით) გაიზარდა და 88.78 მილიარდ დოლარს მიაღწია – ინფორმაცია ნახევარგამტარული ინდუსტრიის ასოციაციამ (SIA) გაავრცელა.
იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 7.6%-ით გაიზარდა.
„აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ამერიკასა და ჩინეთში გაყიდვები წლიური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, - განაცხადა SIA-ს პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ნოიფერმა – მოსალოდნელია, რომ ძლიერი გლობალური მოთხოვნა წლის ბოლომდე გაგრძელდება და გაყიდვები დაახლოებით 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს“.